დედამიწა მრგვალია
ნეტავ რისი ბრალია
შეუმჩნევლად ბრუნავს და
ჩემი მეგობარია
დღეს თუ წვიმს და ქარია
ნეტავ რისი ბრალია
ხვალ როგორი დღე იქნება
ვკითხავ ჭიამაიას
თოვს, თოვს, დამათოვს
გადავუფრენ მადათოვს
პარაშუტით დავეშვები
ალბათ ასე საღამოს!
თოვს, თოვს, დამათოვს
გადავუფრენ მადათოვს
პარაშუტით დავეშვებით
ალბათ ასე საღამოს!
აინები, მაინები, ჭიქები და საინები
ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები
ქაღალდები
აინები, მაინები, ჭიქები და საინები
ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები
ჩვენი ზღვა რომ შავია
ნეტავ რისი ბრალია
ხანდახან რომ ბობოქრობს
ჩემი მეგობარია
ნაპირთან რომ ნავია
უსმენს შტორმის არიას
შუა ზღვაშიც კი ვენდობი
ჩემი მეგობარია
თოვს, თოვს, დამათოვს
გადავუფრენ მადათოვს
პარაშუტით დავეშვები
ალბათ ასე საღამოს!
თოვს, თოვს, დამათოვს
გადავუფრენ მადათოვს
პარაშუტით დავეშვებით
ალბათ ასე საღამოს!
აინები, მაინები, ჭიქები და საინები
ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები
ქაღალდები
აინები, მაინები, ჭიქები და საინები
ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები
რომ გაიხსენებ წლებს
შენი ბავშვობის წლებს
ფირზე აღბეჭდილ დროს
შენი ოთახის ფერს
ფერად მუყაოს გემს
გამოჭრილ ჟურნალებს
აქ დაიბადე შენ
აქ დაიბადე შენ
რომ გაიხსენებ წლებს
შენი ბავშვობის წლებს
ფირზე აღბეჭდილ დროს
შენი ოთახის ფერს
ფერად მუყაოს გემს
გამოჭრილ ჟურნალებს
აქ დაიბადე შენ
აქ დაიბადე შენ